როგორც იქნა უკვე 1 თვეა მეღირსა ჩემს სამუშაო მაგიდაზე ნამდვილი Mac OS X თავისი ძვირფასი ჰარდით და სიამოვნებით. უფრო მეტიც, ახალი iMac-ის 27″-იანი ეკრანი, ინტელის 3.06 პროცესორით, 1 ტერაბაიტი მყარი დისკით და ასევე ბომად ოპერატიულით. მეჯიქ მაუსი და არანაკლებ მეჯიქ კლავიატურა Mac OS 10.6.4, სასიამოვნო მუშაობა და ეკრანს მიღმა დაკარგული ალეკო . წარმატებულ მაკისტობას გისურვებ [...]
Mac OS X ჩემს მაგიდაზე და პირველი ნაბიჯები
RTMP სტრიმინგის ჩაწერა
ამ პოსტში მინდა დეტალურად გესაუბროთ rtmp პროტოკოლით (შემდგომში უბრალოდ სტრიმინგი) ვიდეოს სტრიმინგის ჩაწერაზე. თავიდანვე ავღნიშნავ რომ ამით მოვიშორებ ბევრ კითხვა რომელიც მუდამ ტრიალებს ირგვლის და მიწევს ერთიდაიგივეს ახსნა . მას შემდეგ რაც Myvideo.ge-ზე ტელევიზიის სტრიმინგი და ფასიანი კინოთეატრი გამოჩნდა ყველას გაუჩნდა კითხვა შეგვიძლია თუ არა გადმოვწეროთ ესა თუ ის ვიდეო. ამ პოსტში არ მოვყვები rtmp [...]
iPad ტესტირება და შედეგები
2 დღის წინ მომეცა საშუალება სრული ტესტი გამევლო iPad-ზე. რა შეიძლება ითქვას… ძალიან მაგარი მულტიმედიური გაჯეტია. ძალიან ცოტა რბილი ნათქვამია, ძალიან*10000 მაგარია. თავიდანვე ვთქვათ რომ შესაძლოა რამოდენიმე ძირითადი გამოყენება ჰპოვო მასში – გამოიყენო საქმიან შეხვედრებზე, როგორც ულტრათანამედროვე ელექტრონული ბლოკნოტი. ითამაშო, რომელიც ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. უყურო ფილებს მგზავრობისას. გამოიყენო ავტომობილში GPS-თან ერთად. დავიწყოთ მჯობინებანით -
ქართველი ხარ ბიჭოო? :) ანუ User Country Detector
ძალიან მაგარი ფილმია, როგორც უმეტესი ქართული ფილმები, მაგრამ ამ პოსტს არანაირი კავშირი არ ააქვს ამ ფილმთან გარდა პოსტის სათაურისა მოკლედ განვიხილოთ რა გვინდა. ხშირად არის შემთხვევა როცა გვსურს ჩვენს საიტზე ქართველი ვიზიტორის დადგენა, ამის თითქმის ერთადერთი საშუალება არის ვიზიტორის ip-ის დადგენა, გარჩევა და შესაბამისი რეაგირება. არსებობს უცხოური რესურსები, რომლებიც გვაძლევენ მსოფლიო ip-ების სიას, დაჯგუფებულს ქვეყნების [...]
Iphone -ს აღმოჩენა როგორც საიტის ვიზიტორი
თუ გადავწყვეტთ ვებ გვერდის დამზადებას Iphone/Ipod-ისთვის აუცილებლად დაგვჭირდება მისი ვიზიტის აღმოჩენა და სასურველ გვერდზე გადამისამართება. ინტერნეტში ერთერთი “ბოდიალის” დროს ჩავიჭყიტე ESPN.com-ის სოურსში და იქ წავაწყდი Iphone/Ipod-ით შემოსული კლიენტის აღმოჩენის ჯავასკრიპტს -
G.blogger Tools ქრომის სამოყვარულო დამატება :)
G.blogger Tools არის გუგლ ქრომის ექსთენშენი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოკლე გზით შევასრულოთ ოპერაციები, რომლებიც ხშირად გვჭირდება ინტერნეტში ძრომიალისას (ბმულის შემოკლება, გაზიარება სოციალურ ქსელებზე, თარგმნა და სხვა) . დამატების მიზანი არის რომ ხშირად გამოყენებადი ინსტრუმენტები ერთად იყოს თავმოყრილი და ორგანიზებული. მისი გადმოწერა შეგვიძლია Google extension-ების გვერდიდან.
წავიდა დიხას…
ნელნელა გვეპარება ის წესი რომ windows უნდა ვიყიდოთ?
დავბრუნდი
დავბრუნდი , როგორც იქნა დამიბრუნდა ჩემი კუთვნილი(!) ჰოსტინგი თავისი დომეინით. ვინაიდან საკმაო ხანი იყო გათიშული ამიტომ კარგა ხანია არაფერი დამიწერია ბლოგზე… როგორც მახსოვს ბევრი დაგროვდა დასაწერი, მაგრამ ეხლა არცერთი არ მახსენდება. ნელნელა დავალაგებ და დავწერ იმედია მოკლედ მეორედ მოგესალმებით ქართულო ბლოგსფეროვ!
Internet Explorer 6 Must Die!
Code.ge Presents: Internet Explorer 6 Must Die! ასე განაცხადა 2009 წლის 27 სექტემბერს (უფრო ადრეც ველოდით ) ოფიციალურად სოსომ თავის ბლოგზე. http://www.code.ge/ie6mustdie სწორიც იყო და ალალიც . თუ რატომ და რისთვის შეგიძლიათ ზემოთ ხსენებულ ბმულს მიჰყვეთ. ხოლო რაც შეეხება ამ ჩემს პოსტს – მინდა იგივე კოდი შემოგთავაზოთ jQuery-ის პლაგინის სახით.
ORACLE-სთან ”მილინკვა” tnsname-ს ჩასწორების გარეშე
შეიძლება სათაურში კარგად ვერ დავწერე ამ პატარა პოსტით და დიდი გულით მინდა ერთი ბაზის მეორე ბაზასთან მილინკვის ალტერნატივა დავწერო. როგორც წესი პირველ რიგში სერვერზე სადაც დგას ORACLE tnsname-ში უნდა ჩაემატოს მსგავსი სტრინგი –


