ბევრი ძებნა/წვალების შემდეგ ვიპოვე როგორ გავააქტიუროთ არასიმფრი iPhone-ზე iMessage და Facetime. წინასწარვე მინდა ავღნიშნო რომ ეს მეთოდი მიიღწევა SAM-ებისა და დიდი ჯადოების დაყენების გარეშე. გვჭირდება მხოლოდ 1 პატარა ჯადო Commcenter patch და მცირე ცვლილებები სათანადო ფაილში. აქვე წინასწარ ავღნიშნავ რომ ამ მეთოდმა წარმატებით იმუშავა iPhone 4 IOS 5.0.1 gevey სიმით. მას ასე დავიწყოთ:
iMessage, Facetime არასიმფრი აიფონზე
iPhone 3GS, 4 jailbreak IOS 5.0.1 Untethered +modem unlock
განახლება 1: ეს მეთოდი ასევე დატესტილი იქნა iPhone 3GS-ზე, ძველი და ახალი ბუთრომით, მოდემის მაქსიმალური ვერსიით 06.15.00. სათაურიდან ნათელია რომ თემა ეხება iPhone 4-ის ჯაილბრეიქს და მოდემის ანლოკს IOS 5.0.1-ზე. ამისათვის დაგვჭირდება •IOS 5.0.1 •Redsn0w 0.9.10b3 Windows-ის პლატფორმისთვის ან •Redsnow 0.9.10b3 MAC-ის პლატფორმისთვის •iTunes 10.5
ქართული კლავიატურა და კალენდარი iOS 5-ზე
რამოდენიმე ხნის წინ ქართულ ინტერნეტში ერთერთ ქართულ ბლოგზე გამოჩნდა iOS -ში ქართული კლავიატურის დამატების არაოფიციალური ინსტრუქცია, რომელიც ყოველგვარი JailBreak-ის გარეშე რამოდენიმე წუთში ამატებს სრულად ფუნქციონირებად ქართულ კლავიატურას აიფონს, აიპოდს და აიპედს, თუკი მათში აყენია iOS 5.0 ან iOS 5.0.1 .
მაგთი MMS პარამეტრები აიფონისთვის
მაგთის MMS პარამეტრები აიფონისთვის (3G,3GS,4G,4GS)
როგორ გავმართოთ dig Windows-ზე [nslookup]
რა არის dig: dig არის DNS-ებთან საუბრის საუკეთესო ინსტრუმენტი. როგორც წესი Linux-ზე და MacOS-ზე ეს სიამოვნება დაუკითხავად გვაქვს , თუმცა შეგვიძლია იგივე ინსტრუმენტი windows-ზეც გავმართოთ:
mod_deflate-ს ანალოგი nginx-ზე ანუ ვებსერვერის ფაილების gzip კომპრესია
ამ თემაში განვიხილავ nginx-ის ვებ სერვერისთვის apache-ს მოდულის mod_deflate-ის ფუნქციური ანალოგის კონფიგურირებას. Apache-ს შემთხვევა ჩვენ უკვე განვიხილეთ გასულ პოსტში.
Mysql-ის ფედერაციული ცხრილი :)
რა შთამბეჭდავი სახელია, Mysql-ის ფედერაციული ცხრილი (Mysql Federated Tables) მისი არსი მოიცავს ძალზედ მარტივს. ჩვენ საშუალება გვეძლება რომელიმე კონკრეტული ცხრილი პარალელურ რეჟიმში ვამუშაოთ სხვა, მეორე სერვერზე როგორც კოპიო. ანუ თუ ჩვენ რაიმე ქმედით sql-ს გავუშვებთ მთავარ ცხრილზე იგივე ქმედება შესრულდება მასზე მიმაგრებულ მეორე ჰოსტზე არსებულ ცხრილზე (insert, delete, update, truncate). ვთქვათ გვაქვს mysql-ის 2 ჰოსტი [...]
“CREATE TABLE emp2 AS …” in MSSQL
საოცრად კარგი საშუალება გვაქვს ORACLE-ში, რომელიც მდგომარეობს იმაში რომ მარტივად შეგვძლია 1 ცხრილიდან შევქმნათ და ამავდროულად ჩავწეროთ არსებული data მეორე ცხრილში. იგი გამოიყურება ესე -
მაუსის მგრძნობელობის გაზრდა Mac OS X-ზე
მოგეხსენებათ მაუსის მგრძნობელობის რეგულირება შესაძლებელია სისტემის პარამეტრებიდან, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მაინც არ დამაკმაყოფილა მაქსიმუმზე დაყენებამ. ამისთვის ვიპოვე სოლუშენი, რომელმაც წარმატებით იმუშავა, მათ შორის მეჯიქ მაუსზეც.
Mac OS X ჩემს მაგიდაზე და პირველი ნაბიჯები
როგორც იქნა უკვე 1 თვეა მეღირსა ჩემს სამუშაო მაგიდაზე ნამდვილი Mac OS X თავისი ძვირფასი ჰარდით და სიამოვნებით. უფრო მეტიც, ახალი iMac-ის 27″-იანი ეკრანი, ინტელის 3.06 პროცესორით, 1 ტერაბაიტი მყარი დისკით და ასევე ბომად ოპერატიულით. მეჯიქ მაუსი და არანაკლებ მეჯიქ კლავიატურა Mac OS 10.6.4, სასიამოვნო მუშაობა და ეკრანს მიღმა დაკარგული ალეკო . წარმატებულ მაკისტობას გისურვებ [...]


